It’s All Gone Pete Tong

დღეს ერთ ძალიან კარგ ფილმს ვუყურე. მთავარ როლში DJ–ა, რომელმაც სმენა დაკარგა, მაგრამ ნიჭის და მონდომების წყალობით ისევ მოიპოვებს დაკარგულ პოპულარობას.
მოკლედ ნახვად ღირს.
აქ შეგიძლიათ უცქიროთ :) ), სულ 9 ნაწილად არის დაყოფილი.

9 August 2010
By on 09:41
მონანიება

არა,არა, მე არაფერს ვინანიებ :) ეს just ფილმის სახელია.
მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ტრადიცია გვაქვს. ღამე ფილმს ვიწერთ და ვუყურებთ, დილით განვიხილავთ–ხოლმე, ზოგი ისეთი ბორინგ ფილმია, რომ ლამისაა ჩამოგვეძინოს.
დღესაც ასე მოხდა, დაეძინა მ.–ს მაგრამ მე ბოლომდე გავუძელი. უბრალოდ არ მოველოდი ესეთ სამწუხარო დასასრულს და ბოლოს ვიტირე (რა დღეში მაქვს ნერვები :S )
არ მსიამოვნებს ესეთი ტიპის ფილმების ყურება. განვიცდი, მგრძნობიარე ვარ. მარსიანელებზე და მწვანე უცხოპლანეტელების ლავ სთორიზეც რომ იყოს კინო, მაინც ჩემს ცხოვრებას ვუკავშირებ და მეტირება.
არა, ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ მსიამოვნებს რომანტიული და ცრემლსადენი ფილმების ყურება–მეთი, იმიტომ რომ შემდეგ ემოციებით ვიმუხტები და ვგრძნობ, რომ ნამდვილი სიყვარული მართლა არსებობს და რომ ის არასოდეს კვდება. ამის გააზრება კი ძალიან ამაღლებს ჩემს განწყობას და საოცრად ვმშვიდდები.
ნევროზი მაქვს :(
ფილმს რაც შეეხება იხილეთ აქ, სენტიმენტალურებმა და ნევროზიანებმა არ იხილოთ და დააწკაპუნეთ აქ.


By on 09:34
ელვა

ძლივს გამოვიჭირე გუშინ კადრში.

Elva

Dsc03766_3


By on 09:32
blabla

მოკლედ გუშინ ხატვა მომინდა, სასწრაფოდ გამოვიღე აკვარელი, შემეშინდა არ გადამიაროს მეთქი.ლარნაკში სურნელოვანი ჟასმინები იყო და დავიწყე ხატვა. მერე მაგიდაზე ამომიძვრა და ბოლომდე არ დამამთავრებინა , მაგრმა ჩემი ე.წ. "ჭია" მაინც გავახარე.

Aaa


By on 09:31
აქაც მე ვარ იქაც მე ვარ

Freakintightjeansshorts Facebook–ზე მგონი ერთი წლის წინ დავრეგისტრირდი , სახელით "გამარჯობა ჯუმბერი" და მოკლე შორტებიანი ბუთხუზა წვერებიანი კაცი მყავდა profile სურათად დაყენებული :) ხალხი როგორ მცნობდა ვერ გავიგე, მე არავინ ჩამიმატებია მეგობრებში და მაინც ჩემს სიაში იყვნენ. იმის შემდეგ აღარ შევსულვარ. მერე მეილები  მომდიოდა და გადავწყვიტე წამეშალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ისევ შევედი , ისევ გავააქტიურე, მაინც ვერაფერი გავუგე და გავუკეთე დეაქტივიზაცია თუ რაც არის. რამოდენიმე თვეში, ანუ დღეს  შევედი, აღვადგინე ID , დავამატე სურათები, სახელი და გვარი ჩავასწორე, გაურკვეველი "მეგობრები" , რომლებიც ცხოვრებაში არ მენახა ამოვშალე. ახლაც ვარკვევ ფუნქციებს. დღეიდან იქაც ვიქნები.ჩემი profile მარჯვნივ My ID's–ში ჩავამატე.


By on 09:20
დღე 9769

დღეს 29 ივლისია, 2009 წელი.  გამოანგარიშების შედეგად გამოვიდა რომ დაბადებიდან დღევანდელ დღემდე ვცოცხლობ ზუსტად 9769 დღე. (გმადლობ, ვიცი, რომ არ მეტყობა ასაკი :p)

9769… რა ცოტაა არა? (ნუ, ცოტა იმასთან შედარებით თუ რამდენი დღე მელის კიდევ წინ).

2082 წლის 30 ოქტომბერს  ზუსტად ასი წლის გავხდები(?), რაც ჩემი გამოთვლებით იმას ნიშნავს, რომ იმ დროისთვის  36525 დღე მექნება გატარებული ამ პლანეტაზე. ანუ ჯერ კიდევ ოცდაექვსი ათას შვიდასორმოცდათექვსმეტი დღე დამრჩა ას წლამდე, მაგრამ რეალურად რამდენი დღე დამრჩა ხზ.

ამ ოცდაექვსი ათას შვიდასორმოცდათექვსმეტი დღიდან მესამედს ძილში  გავატარებ.  ზუსტად რომ გამოვთვალო( 8 საათიანი ძილის შემთხვევაში )  12175 დღე ფერად სიზმრებში ან ღამის კოშმარებში ვიქნები.

ახლა უნდა მოვიფიქრო დანარჩენ  24350 დღეს რაში გამოვიყენებ.

ჰმმ,  არა, სისულელეა, ვერ გამოვთვლი, ამის ზუსტად დასაანგარიშებლად დარჩენილ დღეებზე მეტი დამჭირდება, მოვასწრებ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძილის დროს შევამცირებ Oo

მოკლედ, ტვინი ამერია ამდენი ანგარიშით. ნახევარი საათი ამ უაზრობაზე ფიქრში გავფლანგე, წავალ რამეს გავაკეთებ  24350 დღის მერე სხვებივით რომ არ ვინანო , ცხოვრებაში რამდენი რამის გაკეთება შემეძლო და არ გამოვიყენეო.

მორალი: გაუფრთხილდი დროს :)

პ.ს. 231 დღეში, 2010 წლის 17 მარტს ჩემი 10 000 დღისთავია.

ამ დროს მე ვიქნები 27 წლის, 4 თვის და 18 დღის.

10 000 დღის ანუ 240 000 საათის :bis:


By on 09:15
sleep talking

Zzzz_2

ბავშვობაში ძილში ვლაპარაკობდი, ხანდახან დავდოდი კიდეც; დედაჩემი და მამაჩემი შეშფოთებულები იყვნენ ––> :O
მქონდა განმეორებითი სიზმრები, რომელიც მაშინებდა და ტირილით ვიღვიძებდი. სიბნელეში თვალებმანათობელი კატა მელანდებოდა, ახლაც მახსოვს ის საშინელი გრძნობა :S
ყველა ამბობდა რომ ბავშვებში ესეთი შიშები ხშირიაო, ჩემებსაც იმედი ჰქონდათ რომ გაივლიდა ეს პერიოდი.
მოკლედ თავისით ამ უბედურებამ რომ არ გადამიარა გაიკითხ–გამოიკითხეს და გადაწყვიტეს წავეყვანე მლოცველთან (ადრე ესეთი შამანები და ექიმბაშები გავრცელებული იყო თბილისში).
ძაან კარგად მახსოვს შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი, ბუტბუტებდა, ჩემს გარშემო დადიოდა თან უზარმაზარ პურის საჭრელ შავტარიან დანას მიტრიალებდა სახის წინ (ლოლ). მერე ის "რიტუალებში" გამოყენებული ცივი იარაღი ლოგინის ქვეშ მედო კარგა ხანი :) ))
მოხუცის ბოდვამ ვერაფერი მიშველა.
გავიდა დრო, მოლანდებები კატებზე და განმეორებითი სიზმრები ბავშვობაში დარჩა. ძილში იშვიათად ვლაპარაკობდი და არც მაწუხებდა.
მაგრამ ახლა ისევ დავიწყე (სიარული არ დამიწყია საბედნიეროდ :D )
საქმე იმაშია, რომ გაურკვეველ რაღაცეებს კი არ ვამბობ, არა, გამართულად ვლაპარაკობ, ხანდახან მახსოვს წინადადებები, მაგ: "აუ ხელი გაწიე რა", "გამანებე თავი", "გაეთრიე აქედან", "იდიოტო" და ა.შ. ანუ გამოდის რომ სულ ვიღაცას ვეჩხუბები :user: გუშინწინ ერთი გამონაკლისი იყო–ვიცინოდი (რა ბედნიერებაა არა? >.<)
საერთოდ რომ არ მაწუხებდეს დავიკიდებდი, მაგრამ აშკარად დისკომფორტს განვიცდი. დილით, დაძაბული და დაღლილი ვიღვიძებ.
როგორ დავიძინო მშვიდად? სიზმრების და ძილში დяლოგების გარეშე? :)


By on 09:10
საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტი

[19:44:23] xatia says: gazetshi ra xdeba?
[19:46:14] tiko says: ra gazetshi :O
[19:46:38] xatia says: ai aq
მიგზავნის სურათს…

Dsc_01654

[19:49:50] tiko says: ra xdeba Oo
[19:50:10] xatia says: ar ici? :D
[19:50:29] tiko says: araaa
[19:50:32] tiko says: azrze ar var
[19:54:41] xatia says: :D
[19:54:49] xatia says: mzad xar?
[19:55:26] xatia says: gasaogneblad
[19:56:51] tiko says: ra xdebaaaaaaaa
[19:58:01] tiko says: vaa damaintrigee
[19:58:02] tiko says: ))
[19:58:21] xatia says: jer sad xar
მიგზავნის სურათებს…

Dsc_01612

Dsc_01605

[20:04:38] tiko says: :D
[20:04:43] tiko says: fotoshopit gaakete?
[20:04:52] xatia says: ara
[20:05:02] tiko says: aba?
[20:05:03] xatia says: jurnalshi xar
[20:06:10] xatia says: sadgac ofisshi vnaxe
[20:06:21] xatia says: vatvalierebdi
[20:06:24] xatia says: ubralod
[20:06:24] xatia says: da
[20:06:32] xatia says: wavawydi amas
[20:06:34] tiko says: eee
[20:06:37] tiko says: ra pontia ?
[20:06:42] xatia says: ra vici aba
[20:06:57] tiko says: saavtoro uflebebis dargvevistvis
[20:06:58] tiko says: kompensacia unda movitxovo
[20:07:01] xatia says: metqi sheni naconobi xo ar aristtqi
[20:09:40] xatia says: eg poto gaaqvs?
[20:09:41] tiko says: kide kai rame porno jurnali araa
[20:09:56] tiko says: mgoni chem blogze medo
[20:10:07] tiko says: magram daukitxavad ra pontshi gamoaqveyna
[20:10:09] tiko says: OMG
[20:45:33] tiko says: texavs ubralod
[20:45:40] xatia says: uchivle rom gaamoiyena poto !!]]
[20:45:40] tiko says: problema ar maqvs magram mainc ra
[20:46:12] xatia says: (devil)

ჩივილს ნაღდად არ დავიწყებ, რა სისულელეა.მაგრამ ასეთი ტრაგიკული "შედევრის" ჩემი სურათით გაფორმება არ მესიამოვნა.
სტატიის ავტორს (თამარ გაბათაშვილს) კი ერთ მეგობრულ რჩევას მივცემ: თუ პრეტენზია აქვს ჟურნალისტობაზე და პროფ.ზრდას აპირებს, მაშინ ესეთი უხეში შეცდომები აღარ უნდა დაუშვას. სამწუხაროდ ჩვენთან ჯერჯერობით საავტორო უფლებების თემა ისევეა გაუგებარი და ბუნდოვანი როგორც მაგალითად ჩემთვის მეტაფიზიკის კანონები :|


By on 08:49
devil’s dick

სული გამოვიძახეთ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გადმოცემით ვიცით, რომ ახატანის ტყეებში იმალებოდა, შარაოზე (კოშკია ახატანის ტყეში).
ქაქუცას სულის მობრძანება კარადიდან გამომავალი უცნაური ხმებით დადასტურდა და შევუდექით კითხვების დასმას.
ქაქუცამ გვანიშნა, რომ განძი და იარაღი შარაოზე ჰქონდა დამარხული, მაგრამ არ გვირჩია ასვლა, განსაცდელი გელით, სიკვდილიო. დავინტერესდით რა განსაცდელი გველოდა ან რისგან მოვკვდებოდით.
მოულოდნელად სანთლები ჩაქვრა, ძველი სახლი აჭრიალდა, კედლები აზანზარდა, ჭაღმა ქანაობა დაიწყო, მაგიდის თავზე თეთრი ღრუბელი გამოჩნდა და მაგიდამდე გრძელი სვეტი ჩამოიშალა.
ჩვენ გაოცებისგან და შიშისგან ხმას ვერ ვიღებდით. თითები თეფშზე მიგვეყინა. ბიჭებს ფერი აღარ ედოთ. ჩემი ძაღლი ლოგინის ქვეშ შეძვრა, იღრინებოდა და წკავწკავებდა.
თეფში ისე ბზრიალებდა ლამის ხელები ამოგვივარდა მხრებიდან. უცებ, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. თეფშმაც შეწყვიტა მოძრაობა, რამოდენიმე წამით წრის შუა წერტილზე გაჩერდა და შემდეგ ასოებისკენ დაიძრა.

“ე, შ, მ, ა, კ,ი,ს ყ, L, ი, ს, გ, ა, ნ” დაწერა უხილავმა ძალამ, რომელიც ჩვენს ხელებს მართავდა.

გასაგები იყო ყველაფერი…
სული სულთა მბრძანებელს დავუბრუნეთ და დავიძინეთ, მაგრამ სინამდვილეში არც ერთს თვალი არ მოგვიხუჭავს იმ ღამეს…. :(

Tik

26 December 2009
By on 19:09
ცდა მეხუთე

Prava ვასრულებ თხოვნას და ვწერ პრავაზე, რომელიც მე5 გამოცდაზე ავიღე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 1 თვეა უკვე რაც რუსთავში დავდივარ და ემოციები გამინულდა.

ოთხშაბათს ქავთარაძეზე ავიღებ ნანატრ პლასტიკურ მართვის მოწმობას, რომელსაც ამ პოსტში ჩავაწებებ თუ არ დამეზარა.

5 September 2009
By on 08:55